ბავშვები სად არიანო. აქ არიან, შეიკრიბნენ, ელოდნენ, მაგრამ დააცადა ვინმემ?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისათვის, მამუკა მდინარაძე რუსთაველის გამზირზე მივიდა და იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავდნენ.
მამუკა მდინარძემ მათ მიმართა, რომ აჯობებდა, რომ დღეს დაშლილიყვნენ.
„არ შეიძლება, გთხოვთ, არ ივარგებს, უმორჩილესად გთხოვთ, წავედით, დავიშალოთ, გთხოვთ, დამშვიდდით, დავიშალეთ“, – მიმართა მდინარაძემ მოქალაქეებს.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გადაიდო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, „რომ არ მოხდეს ის, რაც თქვენ გინდათ“.
ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადებაზე განცხადება ქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. „ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.