ახალახალ სიგიჟეებს აკეთებენ და მარაზმის მწვერვალებს აღწევენ, ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ კალაძე აწერია, არის მავნებლობის და ფაშიზმის ახალი გამოხატულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთი ადამიანის შეურაცხყოფის მოტივით, დროშას ფეხით არავინ უნდა გადაუაროს.
„ნაკრების მაისურზე საქართველოს დროშაც არის დატანილი და გერბიც. ყველას ვთხოვ, ცოტა დაფიქრდნენ, ვიდრე ამას გააკეთებენ ხოლმე. ერთი ადამიანი რომ შეურაცხყონ, ამისთვის დროშაზე, გერბზე ფეხით სირბილი არის ცუდი რამ. დაფიქრდნენ, ვიდრე ფაშიზმის ამ ახალ მწვერვალს დაიპყრობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ: