ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს შორის შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და უსაფრთხოების გამოწვევებს.

„საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გამოწვევებს და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა დიალოგის და ჩართულობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.