ყველა კვლევა ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი იარაღია FSB-ს აგენტების წინააღმდეგ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი წერს.
„ყველა კვლევა, ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი პარტია, მთავარი იარაღი "ეფესბეს" აგენტების წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს საკეთილდღეოდ. ცხადია, მნიშვნელოვანია პროდასავლური, პატარა პარტიების მოძლიერება. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. 63% ღიად, ჩამოყალიბებულად ოპოზიციურია და იმ 37%-შიც, რომელიც თითქოს რუსულ პარტიას აძლევს ხმას 10-15% არის საჯარო მოხელეები და ის ჯგუფები, ვისაც ეშინია ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. რუსული პარტია დასრულებულია და უნდა შევძლოთ კონსოლიდირება საერთო მიზნის გარშემო“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისათვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის მიხედვით კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
ქართული ოცნება - 37%
გამარჯვების პლატფორმა - 22%
საქართველოსთვის - 10%
გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 4%
ლეიბორისტული პარტია - 4%
ლელო - 4%
ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 4%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%
მოქალაქეები - 2%
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1%
პატრიოტთა ალიანსი - 1%
სხვა - <1%