„კონკრეტული პარტნიორები უარს ამბობენ ითანამშრომლონ ეროვნულ ბანკთან, რაც დამატებით მილიონობით დოლარის ზიანია ჩვენი ქვეყნის ეს კიდევ უფრო დაარტყამს ეკონომიკას, მოქალაქეების ჯიბეს და ეს კეთდება მხოლოდ ერთი ადამიანისთვის - რუსეთის, „ეფესბეს“ აგენტი ფარცხალაძე და ცხადია, ამ გადაწყვეტილებას იღებს პუტინის კარის ოლიგარქი ამ ქვეყანაში და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა ეროვნულ ბანკს ფარცხალაძისთვის ფაქტობრივად სანქციების მოხსნა. 80 მილიონი დოლარი გამოიტანა ეროვნულმა ბანკმა იმისთვის, რომ ლარი კიდევ უფრო არ გაუფასურებულიყო, რაც ახლა უკვე გაუფასურებულია. ჯერ ერთი, რომ უკვე მივიღეთ ლარის მყისიერი გაუფასურება, მეორე, მივიღეთ 80 მილიონი დოლარის ზარალი და მესამე, მივიღეთ, რომ კონკრეტული პარტნიორები ამბობენ უარს ითანამშრომლონ ეროვნულ ბანკთან, რაც დამატებით მილიონობით დოლარის ზიანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს კიდევ უფრო დაარტყამს ეკონომიკას, ეს კიდევ უფრო დაარტყამს ადამიანების და მოქალაქეების ჯიბეს და ეს კეთდება მხოლოდ ერთი ადამიანისთვის - რუსეთის, „ეფესბეს“ აგენტი ფარცხალაძე და ცხადია, ამ გადაწყვეტილებას იღებს პუტინის კარის ოლიგარქი ამ ქვეყანაში და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.“ - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი სავალუტო ფონდის პროგრამის დროებით შეჩერებას.