„ყველა კვლევა, ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი პარტია, მთავარი იარაღი “ეფესბეს” აგენტების წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს საკეთილდღეოდ.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ცხადია, მნიშვნელოვანია პროდასავლური, პატარა პარტიების მოძლიერება. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. 63 % ღიად, ჩამოყალიბებულად ოპოზიციურია და იმ 37 % - შიც, რომელიც თითქოს რუსულ პარტიას აძლევს ხმას 10-15 % არის საჯარო მოხელეები და ის ჯგუფები, ვისაც ეშინია ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. რუსული პარტია დასრულებულია და უნდა შევძლოთ კონსოლიდირება საერთი მიზნის გარშემი.“ - წერს ლევან ხაბეიშვილი"ფეისბუკში"
ცნობისთვის, დღეს Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
ქართული ოცნება - 37%
გამარჯვების პლატფორმა - 22%
საქართველოსთვის - 10%
გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 4%
ლეიბორისტული პარტია - 4%
ლელო - 4%
ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 4%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%
მოქალაქეები - 2%
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1%
პატრიოტთა ალიანსი - 1%
სხვა - <1%
კვლევის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციის გარეშე:
ქართული ოცნება - 25%
გამარჯვების პლატფორმა - 15%
საქართველოსთვის - 6,8%
გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 3%
ლეიბორისტული პარტია - 2,9%
ლელო - 3,9%
ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 2,9%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 2,6%
კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 2%
ხალხის ძალა - 1,9%
მოქალაქეები - 1,2%
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 0,9%
პატრიოტთა ალიანსი - 0,8%
სხვა - 0,4%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 31,8%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.