“ლევან ვარშალომიძის დაკავება მოხდა პუტინის რუსეთის მოთხოვნით. ძალიან დიდი იმედი, რომ მას არ გადასცემენ რუსეთს, რადგან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში ლევან ვარშალომიძე იქნება თავისუფალი.” - განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

“ლევან ვარშალომიძის დაკავება მოხდა პუტინის რუსეთის მოთხოვნით საზღვარზე. გააჩერეს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი ეძებს ლევან ვარშალომიძეს, რადგან ის პირველ რიგში არის საქართველოს პატრიოტი, ის კონკრეტულ საქმიანობას ეწევა უკრაინაში და იბრძვის უკრაინიდან ისე, როგორც მას ეს შეუძლია და შესაბამისად, ამიტომაც ჰყავს პუტინს ის მტრად გამოცხადებული. საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული ვარ და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მას არ გადასცემენ რუსეთს, რადგან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში ლევან ვარშალომიძე იქნება თავისუფალი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით,  ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში