„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებით სალომე ზურაბიშვილმა ყველანაირი სივრცე ჩაკეტა დისკუსიისთვის. მის ხელთ არსებული სადისკუსიო ინსტრუმენტი, რომელიც საჯარო დემოკრატიული სივრცის ნაწილია, არ იქნა გამოყენებული კანონის არსებითი განხილვისთვის, მით უმეტეს, როცა მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობას“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იმედა ნიკურაძემ.
როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას პრეზიდენტისა და პარტნიორების მიმართ მონაწილეობა მიეღოთ კანონპროექტის საჯარო განხილვაში გამოხმაურება არ მოჰყოლია.
„ეს შეთავაზება მესამე მოსმენის შემდეგაც არაერთგზის გაჟღერდა, რათა ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა პრეზიდენტმა დიალოგზე უარი განაცხადა. ევროკომისარი ვარჰეი კი, ნაცვლად მედიატორობისა პრემიერს ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. მაიკლ როთმა საერთოდ ყოველგვარ წითელ ხაზს გადააბიჯა და დედა ეკლესიას გადაწვდა ყოვლად უგვანო კითხვით - მართლმადიდებლური ეკლესიით როგორ შეძლებთ შექმნათ ნათელი მომავალიო? მხოლოდ ჟოზეფ ბორელი იყო მეტ-ნაკლებად ზომიერი განცხადებებში, რომელმაც დესტრუქციულ ძალებს მოუწოდა ე.წ. რბილი ენის გამოყენებისკენ, რათა არ დაზიანდეს ქართველთა ეროვნული გრძნობებიო. დიახ, ქართული ეროვნული ცნობიერების უმთავრესი საფუძველი ქრისტიანული ფასეულობებია. ქრისტიანულმა ღირებულებებმა განსაზღვრა ერის ცხოვრების ყოველი სფერო. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ეს ხომ ჩვენი გენეტიკის განუყოფელი ნაწილია.
ყველას გვახსოვს რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე. ამ სისასტიკის გამო „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმე ერთი პირი მაინც დასანქცირდა? დღეს კი, არამარტო ჩვენ, არამედ ჩვენ შვილებსაც ემუქრებიან სანქციებით იმის გამო, რომ ვითხოვთ ვიცოდეთ რას ხმარდება უცხოეთიდან შემოსული თანხები და პასუხად მივიღეთ რევოლუციური პროცესები“, - განაცხადა იმედა ნიკურაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.
შეგახსენებთ, საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია
2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება,
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.