აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის“ კანონი, რომელიც აღკვეთს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, მოახდენს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზებას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ემსახუროს ქართველებს და მიაწოდონ მათ მაღალხარისხიანი ინფორმაციას. როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა კანონთან, ჩვენ მშვიდობიანი განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინებისა და ძალადობის კამპანიის აშკარა ნიშნები დავინახეთ. როგორც „ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური უთანხმოების ჩასახშობად, ლახავს საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაზედაც უფლება აქვს ქართველ ხალხს და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს - ასახულს მის კონსტიტუციაში - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან.
ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით ჩახშობაში.
აშშ-ის მიერ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა გრძელვადიანი და ფუნდამენტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ნებისმიერი, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს - მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, არჩევნების დროს და შემდეგ - ამ პოლიტიკის მიხედვით შეიძლება მიჩნეული იქნეს აშშ-ის ვიზების მიღებაზე უფლების არმქონედ და აეკრძალოს შეერთებულ შტატებში გამგზავრება. ასეთი პირების ოჯახის წევრები შეიძლება ასევე დაექვემდებარონ ამ შეზღუდვებს.
დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საფუძვლიან გადახედვას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს მათი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვისას ჩვენი გადაწყვეტილების მიღების დროს, საქართველოს ქმედებებს გავითვალისწინებთ.
სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა შეესაბამება იმიგრაციისა და ეროვნული კანონმდებლობის კანონის 212(a)(3)(C) განყოფილებას და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს დააწესოს სავიზო შეზღუდვები იმ ფიზიკურ პირებზე და ასევე მათი ოჯახის წევრებზე, იქნებიან ესენი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა ხელი შეუშალონ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელებას" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე ატვირთულ პრესისთვის გაკეთებულ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.