საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა „არქიტექტურული პრემია 2025“-ის გამარჯვებული გახდა – „თბილქალაქპროექტის“ მთავარ არქიტექტორ ლევან სიამაშვილს ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო საზოგადოებრივი ნაგებობა გადაეცა.
ჟურნალ „სტილისა“ და „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარებულ ყოველწლიურ პრესტიჟულ კონკურსში წელს 167 ქართველი და უცხოელი არქიტექტორი, დიზაინერი და სტუდენტი მონაწილეობდა. საუკეთესო ნამუშევრები ჟიურიმ 11 ნომინაციაში გამოავლინა.
საერთაშორისო კონკურსი 2006 წელს დაარსდა და მას შემდეგ არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის ტარდება.