„ვაშინგტონის საიუბილეო სამიტისთვის მოსამზადებელ დეკლარაციაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიის მიმართ. და ღრმა შეშფოთება გამოთქვა ე.წ. აგენტების კანონის გამო, რომელიც უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაწვევისკენ მოუწოდა.” - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ
"ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ასევე გამოხატა ღრმა შეშფოთება ეგრეთ წოდებული აგენტების კანონის გამო, რომელიც არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ღიად მოუწოდა ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გააუქმოს აღნიშნული კანონი.
ხვალინდელი ვეტო არის ერთადერთი და ბოლო შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეისმინოს ივანიშვილის ხელისუფლებამ გზავნილები მთელი მსოფლიოსგან და მათ შორის დღეს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სრული შემადგენლობისგან, რომელმაც კონსენსუსით მიიღო აღნიშნული დეკლარაცია, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს რათა საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ არჩევანს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.
საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია
2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.