სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რვა პირიდან, რომელთა საცხოვრებელ სახლებშიც ჩხრეკა ჩატარდა, დაკავებული არავინ არის.

მათივე ცნობით, ისინი ამოღებული ნივთების შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან, თუმცა დაკითხვა დღეს არ იგეგმება.

„ამოღებული ელექტრომოწყობილობებისა და სხვა ნივთების, მათ შორის, მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან და სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული“, – განაცხადეს სუს-ში.

ცნობისთვის, დღეს პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. მათივე ცნობით, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა.