ასეთი კომენტარი ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 5-000 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით გააკეთა.
პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ვალტონენის დაჯარიმების შესახებ კომენტარი Helsingin Sanomat-თან გააკეთა.
„საქართველოს ქმედებები ძალიან განსაკუთრებულია და მსურს ეს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრთან განვიხილოთ“, - თქვა ორპომ.
ვალტონენმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და მიზეზად დატვირთული გრაფიკი დაასახელა, - წერს Helsingin Sanomat-ი.