ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მე-2 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში, ფონიჭალის მონაკვეთზე დაგეგმილია 3.6 კილომეტრიანი გზის მშენებლობა და მტკვარზე  ორი ახალი ხიდის (211 და 170 მეტრი სიგრძის) მოწყობა.  სანაპიროზე ასევე განთავსდება  მოსასვენებელი სივრცეები  და  ფეხით მოსიარულეთათვის შუქნიშნებით აღჭურვილი  უსაფრთხო ზონები.