ხვალ თუ „ოცნება“ ვეტოს დაძლევს, ნახავენ სინამდვილეში რატომაა ყველაზე ძლიერი და საშიში ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატები,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.
„ხვალ თუ „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევს, ნახავენ სინამდვილეში რატომაა ყველაზე ძლიერი და საშიში ქვეყანაა ამერიკის შეერთებული შტატები. ხომ უთხრეს, რომ არ მიიღო კანონი, თორემ დაისჯებითო? - ენტონი ბლინკენის ერთი განცხადების შემდეგ, ლარმა რყევა დაიწყო. ამერიკა ძლიერი იმიტომ კი არ არის, რომ კარგ ფილმებს იღებენ, ძალიან ძლიერი სპეცსამსახური ჰყავთ და სინამდვილეში, ძალიან ბრუტალური ქვეყანაა მტრების მიმართ.
მთელ მსოფლიოს გვეუბნებიან, რომ არგუმენტი არ გაქვთო: ჯოზეფ ბორელს, ოლაფ შოლცს, ემანუელ მაკრონს... ყველას გვეუბნებიან, რომ არგუმენტი არ გვაქვს, მარტო თვითონ აქვთ არგუმენტი. რატომ? - იმიტომ, რომ „ეფ-ეს-ბე“-ს უთხრა ასე გააკეთეთო. ეს არის „ეფ-ეს-ბე“ - ს ინსტრუქციებით მოქმედება“, - განაცხადა ელისაშვილმა.