დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა რამდენიმე პირმა, სიმცირის მიუხედავად, გზის სავალი ნაწილი გადაკეტა.

მოძრაობის შეფერხებას მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა, რომელთაც აქციის მონაწილეები მანქანით გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, რომლებმაც შეკრებილებს გაფრთხილება მისცეს და მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა უკვე გახსნილია.