როცა ჩვენს ბანაკში კიდევ მოვლენ, შეიძლება უკან თავისით ვეღარ დაბრუნდნენ - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, ბორის ყურუამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებს დღეს საწუწუნო არაფერი აქვთ, ბოლო საუკუნეს რომ გადავხედოთ, პოლიტიკოსები ტყეში იყვნენ გავარდნილები და აჯანყებებს აწყობდნენ. ვინმეს სახელში ერთი ასო რომ შეგეცვალა, ადმინისტრაციულ სახდელს კი არ დაგაკისრებდნენ, დაგხვრეტდნენ და შენს ოჯახს ციმბირში გადაასახლებდნენ და დღეს ძალიან მარტივია იყო პოლიტიკოსი. შესაბამისად, კი არ უნდა იუწუნუნო აქ ადამიანებმა, უნდა შეიკრან და ერთიანი ფრონტი შექმნან. რაც შეეხება მუქარებს, ვატო შაქარიშვილი ლაივში თუ ვინმეს ჰყავს ნანახი, ეს ადამიანი ვერავის ვერ შეაშინებს. მათი შესაშინებელი კბილი ყველამ ამოვიღეთ და ვატოს და მის მხარდამჭერებს რომ ვუყურებ. ზედმეტი კბილები აქვთ და ასე თუ გააგრძელებენ, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ზედმეტი სხეულში არაფერი ჰქონდეთ. რაც შეეხება გამოსავალს, როცა ფიზიკური ძალადობა ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლებას და თავი ფიზიკურად უნდა დაიცვა, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ხარ, მანდ უკვე სიტყვები არ ჭრის. როცა ჩვენს ბანაკში კიდევ მოვლენ, უკან შეიძლება თავისით ვეღარ წავიდნენ, ფაქტი არის ეს“,- განაცხადა ბორის ყურუამ.