ქვეყნის ხელისუფალს იმაზე მეტი საფიქრალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ზურა ჯაფარიძის ტრა** - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ბორის ყურუამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ისეთი ქვეყნის ხელისუფალს, როგორიც ჩვენ ვართ, იმაზე მეტი საფიქრალი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ზურა ჯაფარიძის ტრა** . მე რასაც ვუყურებ, ირაკლი კობახიძე და მისი კოლეგები სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობენ ამ თემაზე, მისი ტროლები და ბოტები აპელირებენ ამ თემით და ნეტავ, მართლა ჩემზე ფიქრობდეს ისე და იმ ინტენსივობით, როგორც კობახიძე და მისი კოლეგები ფიქრობენ ჯაფარას ტრა* -ზე. ალბათ, ჩემი ცხოვრება მართლა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. თუ მართლა ერთპროცენტიანები ვართ ყველა, თუ არაფერს არ წარმოვადგენთ, მაინც დავმარცხდებით, ჩვენგან არაფერი გამოვა და "ლუზერები" ვართ, რა საჭიროა ჩვენზე საუბარი“, - განაცხადა ბორის ყურუამ.