ის რასაც გვასაღებს "ოცნება" და კალაძე, ეს არის მშვიდობა, რომელიც არის თან ჭაობი, სტაგნაცია, ფაქტობრივად სიკვდილი - ასე შეაფასა თბილისის მერიის საახალწლო სლოგანი - "მშვიდობის ქალაქი", პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ.

"მშვიდობას იმ შემთხვევაში ექნებოდა ფასი, თუ ქართველებისთვის ამავე დროს იქნებოდა კეთილდღეობა. ის რასაც გვასაღებს "ოცნება" და კალაძე, ეს არის მშვიდობა, რომელიც არის თან ჭაობი, სტაგნაცია, ფაქტობრივად სიკვდილი. სამარეც ძალიან მშვიდობიანია. ჩვენთან ასეთი გამონათქვამიც არის - სამშვიდობოს გავიდაო. "ოცნება" ვერ გვთავაზობს იმას, რასაც უნდა გვთავაზობდეს, რასაც სთავაზობს ევროპული ქვეყნები საკუთარ ხალხს, ეს არის - მშვიდობა და კეთილდღეობა",- აღნიშნა "ტვპირველის" ეთერში ანა დოლიძემ.