ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტების წინაშე გააკეთა.
მსოფლიო წესრიგის აღდგენის შესახებ თავის ხედვის გადმოცემისას ტრამპმა თქვა, რომ მისთვის „სასიამოვნო იქნებოდა“ რუსეთის დაბრუნება დიდ შვიდეულში, საიდანაც ის 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ გააძევეს.
მისი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ტრამპმა ასევე მოითხოვა რუსეთის წევრობის აღდგენა, მაგრამ მისმა მოწოდებამ ვერ მოიპოვა მხარდაჭერა სხვა დასავლურ ქვეყნებს შორის.
„ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო მისი გაძევება. საქმე იმაში კი არაა, მოგწონს თუ არ მოგწონს რუსეთი. საქმე დიდ რვიანშია“ - თქვა ტრამპმა და გაიხსენა:
„მე ვუთხარი: რას აკეთებთ? თქვენ, ბიჭებო - მხოლოდ რუსეთზე საუბრობთ და ისინი უნდა ისხდნენ მაგიდასთან".
მე ვფიქრობ, რომ პუტინი სიამოვნებით დაბრუნდებოდა, - თქვა ტრამპმა.
კანადას, რომელიც წელს G7-ს თავმჯდომარეობს, ტრამპის კომენტარებს არ უპასუხა.