ხაშურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართა.  

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ფლევის  ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
მოქალაქეებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს პრიორიტეტულ პრობლემებზე და დასახეს მათი გადაჭრის გზები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებებზე მოსახლეობამ  შემდეგი პრიორიტეტები გამოკვეთა: ნაცარგორაში  სასაფლაოს შემოღობვა გადაწყდა, პატარა ფლევში მინი სტადიონი მოეწყობა, დიდ ფლევსა და ტკოცაში კი მოსახლეობამ მხარი სკვერების მოწყობას დაუჭირა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის კრებებზე ადგილობრივების მიერ  დასახელებული პროექტები დასამტკიცებლად საკრებულოს წარედნინება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.