თბილისი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად რჩება. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოგზაურები ამბობენ, რომ დედაქალაქი სტუმართმოყვარეობით, ღირსშესანიშნაობებით, ლამაზი ხედებითა და არქიტექტურით გამოირჩევა. განსაკუთრებული შთაბეჭდილების ქვეშ ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში პირველად მოხვდნენ.
"10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“- ვრცელ სტატიას ავიაკომპანია "იზიჯეტის" მგზავრები გაეცნობიან. საბორტო ჟურნალ "თრეველერში" თბილისის ყველა ღირსშესანიშნაობაა თავმოყრილი. ტურიზმის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ქვეყნის პოტენციალი მსოფლიო მასშტაბით იზრდება.
"იზიჯეტი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას მარტის ბოლოდან იწყებს. ფრენებს კი ლონდონის, ჟენევასა და მილანის მიმართულებით შეასრულებს.
ამბავი ქართული სამზარეულოს, კულტურისა და ღვინის 8 000 წლიანი ისტორიის შესახებ არაერთ ქვეყანაში ჩააღწევს.