15 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს.

რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ 

მირქმა (მიგებება) საუფლო დღესასწაულია 

◀️ მირქმა იგივე მიგებებას ნიშნავს. ძველი აღთქმის ახალთან შეხვედრა, ძველი სამყაროს ახალ ქრისტიანულთან, ეს არის დღე, როცა პატარა იესო დაბადებიდან მე-40 დღეს იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და მას იქ სვიმეონ ღვთისმიმრქმელი შეხვდა.

📌 სიტყვა “მირქმა” ასევ გულში ჩაკვრას ნიშნავს. ამ დღეს ადამიანი შეხვდაღ მერთს იერუსალიმის ტაძარში.

👉 საინტერესო ტრადიცია უკავშირდება მირქმას, რომლის უძველესი სახელწოდებაა ლამპრობა. იერუსალიმის ეკლესიაში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მთელი მსახურების მანძილზე მორწმუნეები სანთლებს არ აქრობდნენ, შემდეგ კი ეწყობოდა ლიტანიობა.

კარგი იქნება, ვინც დაესწრება წირვას, წირვაზე დანთებული სანთელი წამოიღოს სახლში და მთელი წელი სახლში ლოცვისას დაანთოს.

🔶 პატრიარქის კურთხევით მირქმას თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც – შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები

🙏 ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა და გაერთიანებისა.