მერმა, დამსწრე საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. კობა მურადაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა. კობა მურადაშვილის განცხადებით, ყველა პროგრამა და ღონისძიება, რაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა და სამომავლოდ განხორციელდება, მოსახლეობასთან შეთანხმებული და მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. 

დმანისის მუნიციპალიტეტში 2023 წელთან შედარებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 74%-ით გაიზარდა, რაც მეტ შესაძლებლობებს იძლევა ინფრასტრუქტურული, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის. ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ  დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით შერაზადაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, სასულიერო პირები, ქალაქ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.