ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტების წინაშე გააკეთა.
ტრამპმა წუხილი გამოხატა ასობით მილიარდი დოლარის გამო, რომელიც დაიხარჯა ქვეყნის ბირთვული შეკავების აღსადგენად და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეები აიღებენ ვალდებულებებს საკუთარი ხარჯების შემცირების მიზნით.
ჩვენ არ გვაქვს საფუძველი სრულიად ახალი ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ჩვენ ისე უკვე ისედაც ბევრი გვაქვს სამყაროს 50-ჯერ, 100-ჯერ განადგურებაა შესაძლებელი და ამ დროს, ჩვენ ვქმნით ახალ ბირთვულ იარაღს და ისინიც ქმნიან ბირთვულ იარაღს. ჩვენ ყველა ვხარჯავთ უამრავ ფულს, რომელიც შეიძლება დავხარჯოთ სხვა ისეთ რამეში, რაც ნამდვილად იქნება ბევრად უფრო პროდუქტიული, - თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ცივი ომის დროიდან აქვთ იარაღის უზარმაზარი მარაგი აქვთ, ჩინეთი მათ ხუთი ან ექვსი წლის განმავლობაში დაეწევა.
მე შევეცდები მათთან მოლაპარაკებას როგორც კი ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში „მოგვარდება საქმეები“, - განაცხადა ტრამპმა