ასეთი განცხადება რობერტ ფრენსის კენედი-უმცროსმა სენატის მიერ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის მოწონების შემდეგ, თეთრის სახლის ოვალურ კაბინეტში ფიცის დადების ცერემონიალზე გააკეთა.

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტის თანდასწრებით გამართულ ცერემონიალზე დონალდ ტრამპმა კენედი-უმცროსი დაახასიათა როგორც „ბავშვთა ჯანმრთელობის, სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობის გულმოდგინე დამცველი" და „აბსოლუტურად თავდადებულია, რომ არ მოხდეს საშიში პესტიციდების გარემოში და საკვებ პროდუქტებში შეღწევა“.

„შეერთებული შტატები ჯანდაცვის საჭიროებისთვის უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ყოველწლიურად უფრო მეტად ვავადდებით“, - თქვა ტრამპმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალმა მინისტრმა უნდა გამოასწოროს ეს სიტუაცია.

თავის გამოსვლაში კენედი-უმცროსი კენედი მიესალმა ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მუშაობის ფაქტობრივი შეჩერების შესახებ და თქვა, რომ ბიძამისმა „იუსაიდი“ 1961 წელს დააარსა ჰუმანიტარული მიზნებისთვის, შეერთებული შტატების ღარიბი ქვეყნების გვერდში ამოსადგომად.

ბოლო პერიოდში „სააგენტო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა მიიტაცა. ის გახდა ტოტალიტარიზმისა და ომის ბოროტი გამავრცელებელი მთელ მსოფლიოში და ძალიან ცოტა ადამიანს ესმის, რამდენად მავნეა ეს სააგენტო სინამდვილეში“. პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა ეს და მას საპასუხო ოსტატური დარტყმა მიაყენა და ჩვენ გვინდა იგივე გავაკეთოთ იმ ინსტიტუტებთან მიმართებით, რომლებიც ანადგურებენ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, - თქვა კენედი-უმცროსმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ასევე განაცხადა, რომ „იუსაიდმა“ 2014 წელს 5 მილიარდი დოლარით დააფინანსა გადატრიალება უკრაინაში.

რობერტ კენედი-უმცროსის კანდიდატურას სენატში 52-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი. რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი მიჩ მაკკონელი იმ 47 დემოკრატს შეუერთდა, რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს ხმა, რის გამოც მან ტრამპის რისხვა დაიმსახურა.