გასულ ღამეს რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი და ორი მოზარდი. ინფორმაციას ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.

აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანდა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საერთო საცხოვრებელი და ავტოსალონის შენობა.

საერთო საცხოვრებლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.