აქამდე მესმოდა და მე რომ ტელევიზიაში მოვედი, პრობლემა იყო სარედაქციო დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ახლა რომ ვუსმინე, რაღაც მსგავსს ამბობდნენ, ჩვენი კოლეგები რომ არიან, თურმე, დავარღვიეთ, ტელევიზიამ დაარღვია რაღაც პირობა, რომ სტუმრები გარედან უნდა შეარჩიონ. აქამდე მე მესმოდა და მე რომ ტელევიზიაში მოვედი, ეს პრობლემა იყო სარედაქციო დამოუკიდებლობა. ახლა, თქვენ, წამყვანი მეუბნებით, ადამიანები ამბობენ, სტუმრები ჩვენ უნდა დავნიშნოთო და აქ პარიტეტის გარეშე ვინც არ მოვა, უთხარით, ეს ამბავი შეკითხვად კი არ დამისვათ, მოდით, ცოტა საკანონმდებლო წინადადებაზე რეგლამენტის დონეზე ჩამომიყალიბეთ, დაწერეთ, არ შეგრცხვეთ და გვარი მიაწერეთ ქვეშ, რომ ეს მინდათქო. ანუ, რას ნიშნავს, რაღაც ჯგუფი, დიდი პატივისცემა გამომიხატია, ცუდი გაგებით არ ვამბობ, ამბობს, 10:00-დან 11:00 საათამდე მე დავასახელებ სტუმრებსო. ხომ სწორად გავიგე, ამას ითხოვენ, ხომ? ახლა, ვფიქრობ, მარტო ერთი ჯგუფი ხომ არ არის ამ საქართველოში და მოდით, 09:00-დან 10-მდე სხვა უნდა იყოს? ახლა, მე გისვამთ კითხვას, თქვენ კი ნუ დამისვამთ კითხვას და სხვა? თუ ასეა, მაშინ მაინტერესებს, ან პროდიუსერი რა საჭიროა, ან თქვენ რა საჭირო ხართ, უკაცრავად“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. რითაც უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას - რას უპასუხებს პროტესტის მონაწილეთა განცხადებას, რომ მათ ეთერი მოიპოვეს და ახლა ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
მისი თქმით, ტელევიზიას მუშაობის თავისი სპეციფიკა აქვს.
„მე ხომ კარგად ვიცი ანატომია. ასე რომ მოდიოდნენ, დროებით იყო, მთლიანად არ იყო, აქ შემოდიოდნენ, რაღაც შერჩევა ხდებოდა და აქ იყო წამება. იმიტომ, რომ ადამიანი მოდის, რომელსაც აქვს თავისი სათქმელი და პირდაპირ გავთქვათ სათქმელი, წამყვანები ცდილობდნენ, აეწყოთ ფეხი და დაესვათ კითხვები. იმიტომ, რომ გადაცემას მომზადება უნდა ხომ, თქვენ რას გიხსნით, პროფესიონალები ხართ. მე არ ვიცი, ვინ ხარ, წარმოდგენა არ მაქვს, მოხვედი იმიტომ, რომ პროდიუსერმა მოამზადა კითხვა და მაკაც და თამთაც ცდილობდნენ, კითხვები დაესვათ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ სხვა ადამიანებიც არიან, რომლებსაც შეიძლება, ასე არ აინტერესებდეთ, ვიღაცამ რომ შეარჩია. ის პოლიტიკოსები რომ მოდიოდნენ, ვინმეს მოსწონს, თუ არ მოსწონს, ადამიანებს, რომლებსაც თავისი ქვეყნის ბედი აინტერესებთ, მომწონს თუ არ მომწონს, მაინტერესებს იმიტომ, რომ საჭესთან თუ საჭის გვერდით ზის და ის აინტერესებს საზოგადოებას“, – განაცხადა ვასილ მაღალაფერიძემ.
შეკითხვაზე, როგორ მომზადდა და რა შეთანხმების ნაწილი იყო დეკემბრის საგანგებო ეთერი და ის ფორმატი, რადგან აქციის მონაწილეები მოპოვებულ ეთერზე საუბრობენ, ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ ის შეთანხმებას არ ესწრებოდა, მაგრამ არ ესმის, რა შეთანხმება შეიძლება, იყოს.
„პირველი, მოპოვებული ეთერი არის აბსურდი. ახლა, მე დაგისვამთ კითხვას, თქვენთან სხვადასხვა სტუმარი არ მოდიოდა? აღმოჩნდა დროებით, რომ ადამიანებმა თქვეს ამ სიტუაციიდან, რომ პოლიტიკოსები არ დაგვანახოთ, უნდა მოვიდნენ ადამიანებიო და დროებით იყო, რომ პოლიტიკოსები კი არ მოდიოდნენ, მოდიოდნენ ადამიანები, შემოევლოთ ჩემი თავი, მეტ-ნაკლებად ნაცნობი თუ უცნობი, თავის პრობლემაზე საუბრობდნენ. რაც გითხარით, ეს პრობლემაც იყო. იმიტომ, რომ გზავნიდნენ ამ სტუმრებს და მერე თქვენ ცდილობდით, რაღაც კითხვები დაგესვათ. ნორმალურ ვითარებაში ამას საერთოდ არ სჭირდება წამყვანი. პირდაპირ ვთქვათ, ეს თქვენი გადაცემა არ იყო. კი არ გედავებით, მაგრამ ამისთვის არ არის საჭირო დღის თემა თამთა სანიკიძესთან ერთად. მაშინ, ის პროდიუსერი რომ არის, ან მინიმუმ, თვითონ უნდა მოვიდეს, ვინც გარეთ ამბობს, ან თვითონ უნდა დაუსვას კითხვა, ან თვითონ უნდა ისაუბროს, მაგრამ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა გაფორმდეს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ კანონი მას არ დაუწერია.
„მე არ დამიწერია ეს კანონი. როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს ქმნიდნენ და ევროპის ანალოგით არის ეს, იქ იყო, რომ ეს უნდა იყოს სარედაქციო დამოუკიდებლობა, პროდიუსრებმა თვითონ უნდა შეარჩიონ და თუ ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ, თუ საზოგადოება შეთანხმდება და თუ პარლამენტი ამ კანონს დაწერს, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. მაგრამ ის, რასაც თქვენ ამბობთ და კითხვას მისვამთ, ამას თუ გააკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს დღეს არა მარტო პროგრამული პროექტის შესრულება იქნება, ეს იქნება დიდი დანაშაული. იმიტომ, რომ გამოვა, 10:00-დან 11:00-მდე ერთი ჯგუფი გიკარნახებს, ხალხის ხმა, 7-დან 08:00-მდე იქნება სხვა რამე და მივალთ აბსურდამდე. მე გარწმუნებთ, ასეთი ხალხის ხმა მერე ნახეთ თქვენ, რამდენი ხალხის ხმა არის საქართველოში. მგონი, ჩემზე კარგად იცით. ასეთი ტელევიზია არ არის საჭირო და მეტსაც გეტყვით, მაშინ, ბორდთან არ არის ეს კითხვები, ეს კითხვები არის პარლამენტთან. ეს უნდა დაიწეროს, რას ნიშნავს. ადამიანები თუ ამას დამიწერენ და მათ შორის, ბორდის წევრები, რომლებიც აქ არ არიან, აგერ, ხვალაც გვაქვს ბორდის სხდომა და თუ შემოიტანენ, ჯერ წავიკითხოთ, რაზეა. 10:00-დან 11:00-მდე ხომ ხართ და თუ შეარჩევენ ვიღაცები, მაშინ 08:00-დან 09:00-მდეც ხომ აქვს შერჩევის უფლება სხვას და რა ნიშნით უნდა ვუთხრათ უარი. ალბათ, ვერ ეტყვით უარს, ხომ? ეს კითხვები უნდა ვთქვათ. ეს ასე არ გამოვა, სტუმრების ასე შერჩევა, ასე გავაგრძელოთ და თუ ამას არ იზამ და არ გამაკეთებინებ, მაშინ თქვენ პროპაგანდისტები ხართ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.