5 ნოემბერს ზაპოროჟიეზე რუსული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფიდოროვის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყეს, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი.
ნგრევის მასშტაბები დგინდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ნოემბრის დასაწყისიდან ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონის 9 დასახლებულ პუნქტზე 287 თავდასხმა განახორციელეს.