უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქში რუსეთის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.
ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, ორში სახლში კი ხანძარი გაჩნდა.
ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ საწყობებში, ცეცხლი მოედო მანქანებსაც.
გარდა ამისა, დაზიანდა ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების შენობა.