საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არხის პოლიტიკას აკრიტიკებენ, ასევე ეთერის დათმობას და მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ.
მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტს არხზე ზეწოლად აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს მუქარის და ბულინგის კამპანია მაუწყებლის თანამშრომელთა მიმართ.