მსახიობი, პაროდისტი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა

ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

"ჩემი ალეკო თეთრაშვილი აღარ მყავს", - წერს მომღერალი დათო არჩვაძე და აქვეყნებს ვიდეოკადრებს "რუსთავი 2-ის" ეთერიდან, სადაც თეთრაშვილი, დათო არჩვაძის საესტრადო კაპელასთან ერთად, "თბილისოს" მღერის.