რუსეთის ძალებმა გუშინ საღამოს ხარკოვზე იერიში მეორედ მიიტანეს. დაშავებულია 14 ადამიანი.  

ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, ქალაქის შევჩენკოს რაიონში დარტყმები განხორციელდა სავაჭრო ცენტრზე, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსების გვერდით მდებარეობს. მისვე ცნობით, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ჩაიმსხვრა საცხოვრებელი სახლების ფანჯრები.

ხარკოვის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელი.