რუსეთმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი კვლავ დაბომბა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს.

ნაწილობრივ დანგრეულია 12-სართულიანი სახლი. ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ცნობით, დაშავდა, სულ მცირე, 25 ადამიანი, მათ შორის – სამი თვის ჩვილი.

ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის არმია თითქმის ყოველდღე უტევს მართვადი ავიაბომბებით, რაკეტებით ან დრონებით.