აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე ჰკითხეს, იცის თუ არა თუ არა, რომ გრენლანდია დანიის ნაწილია.
„ჯერჯერობით“.
ასე უპასუხა, დანიის საინფორმაციო სააგენტო Ritzau-ს ინფორმაციით, მარკო რუბიომ მოსმენაზე დასმულ კითხვას.
მან ასევე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს, გრენლანდიასა და დანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები „კარგ დონეზეა“.




