რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანისა და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, „გონივრულად“ იმოქმედონ. ორ ქვეყანას შორის საჰაერო დარტყმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და თავშესაფრებში მშვიდობიანი მოქალაქე გადაიყვანეს.
წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მრევლს განუცხადა, რომ სიტუაციას „დიდი შეშფოთებით“ აკვირდებოდა.
„ასეთ დელიკატურ მომენტში, მე მტკიცედ მსურს ხელახლა მოვუწოდო პასუხისმგებლობას და გონივრულობას.
ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი უფრო უსაფრთხო სამყაროს შექმნისადმი ერთგულება პატივისცემით სავსე შეხვედრებითა და გულწრფელი დიალოგით უნდა განხორციელდეს, რათა სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა აშენდეს.
არავინ არ უნდა შეუქმნას საფრთხე სხვის არსებობას. ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს, დაიწყოს შერიგების გზები და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყველასთვის უსაფრთხოებასა და ღირსებას უზრუნველყოფს“.- განაცხადა რომის პაპმა.