ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მიმართა და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა.

 "მინდა ირანის ამაყ ხალხს მოგმართოთ - ისლამური რეჟიმი, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში გჩაგრავდათ, ჩვენს ქვეყანას განადგურებით ემუქრება. ისრაელის ოპერაციის მიზანია ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის აღკვეთა. ჩვენი მიზნების მიღწევით, თქვენ თქვენი მიზნების მისაღწევად გაგეხსნებათ გზა და ეს გზა თავისუფლებაა. ჩვენ გავანადგურეთ უმაღლესი მეთაურობა, წამყვანი ბირთვული მეცნიერები და ურანის გამდიდრების ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები. ასევე, ბალისტიკური რაკეტების არსენალის დიდი ნაწილი. უფრო მეტი წინაა. რეჟიმმა არ იცის, რა დარტყმა ელოდება. დროა, ირანელი ხალხი გაერთიანდეს დროშის ირგვლივ და აღდგეს თავისუფლებისთვის, ეს არის თქვენი შანსი," - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.