მსოფლიო უნივერსიტეტების ყველაზე პრესტიჟული რეიტინგის სათავეში ჰარვარდის უნივერსიტეტი მეთვრამეტედ მოექცა

1597504354
შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტმა 2020 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიური რეიტინგი (ARWU) გამოაქვეყნა
მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 1000-ულში 60 ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლებია შესული. მსოფლიო საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების 20-ეულში შესული და აგრეთვე 60 ქვეყნიდან საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალს ასეთი სახე აქვს:
1. ჰარვარდის უნივერსიტეტი – აშშ
2. სტენფორდის უნივერსიტეტი – აშშ
3. კემბრიჯის უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთი
4. მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი – აშშ
5. კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში– აშშ
6. პრინსტონის უნივერსიტეტი – აშშ
7. კოლუმბიის უნივერსიტეტი – აშშ
8. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – აშშ
9. ოქსფორდის უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთი
10. ჩიკაგოს უნივერსიტეტი – აშშ
11. იელის უნივერსიტეტი – აშშ
12. კორნელის უნივერსიტეტი – აშშ
13. კალიფორნიის უნივერსტეტი ლოს-ანჟელესში - აშშ
14. პარიზის კვლევითი უნივერსიტეტი – საფრანგეთი
15. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი – აშშ
16-17. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი – დიდი ბრიტანეთი
16-17. ვაშინგტონის უნივერსიტეტი – აშშ
18. კალიფორნიის უნივერსიტეტი სან დიეგოში – აშშ
19. პენსილვანიის უნივესიტეტი – აშშ
20. ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი – შვეიცარია
1000-ეულში დასახელებული ქვეყნების საუკეთესო სასწავლებლების ჩამონათვალი ასეთია:
23-24. ტორონტოს უნივერსიტეტი – კანადა
26. ტოკიოს უნივერსიტეტი - იაპონია
29. ცინხუას უნივერსიტეტი – ჩინეთი
33. კოპენჰანგენის უნივერსიტეტი - დანია
35. მელბურნის უნივერსიტეტი - ავსტრალია
45-46. კაროლინსკის ინსტიტუტი - შვედეთი
51. მიუნხენის უნივერსიტეტი - გერმანია
52. უტრეხტის უნივერსიტეტი - ნიდერლანდები
60. ოსლოს უნივერსიტეტი - ნორვეგია
66. გენტის უნივერსიტეტი - ბელგია
74-76. ჰელსინკის უნივერსიტეტი - ფინეთი
80-82. სინგაპურის ნაციონალური უნივერსიტეტი – სინგაპური
93-94. ვაისმანის მეცნიერებათა ინსტიტუტი - ისრაელი
93-94. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - რუსეთი
101-150. სან-პაულუს უნივერსიტეტი - ბრაზილია
101-150. სეულის ნაციონალური უნივერსიტეტი – კორეა
101-150. მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტი – საუდის არაბეთი
151-200. ვენის უნივერსიტეტი - ავსტრია
151-200. ბარსელონას უნივერსიტეტი - ესპანეთი
151-200. დუბლინის ტრინიტი-კოლეჯი - ირლანდია
151-200. მილანის უნივერსიტეტი/რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტი/პიზას უნივერსიტეტი - იტალია
151-200. ლისაბონის უნივერსიტეტი – პორტუგალია
201-300. ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი – არგენტინა
201-300. ოკლენდის უნივერსიტეტი - ახალი ზელანდია
201-300. მექსიკის ნაციონალური უნივერსიტეტი - მექსიკა
201-300. ვიტვატერსლანდის უნივერსიტეტი /კეიპტაუნის უნივერსიტეტი - სამხრეთ აფრიკა
201-300. პრაღის კარლოვის უნივერსიტეტი - ჩეხეთი
301-400. ათენის ეროვნული და კაპოდისტრიული უნივერსიტეტი
301-400. ვარშავის უნივერსიტეტი - პოლონეთი
301-400. თეირანის უნივერსიტეტი - ირანი
301-400. მალაიზიის უნივერსიტეტი - მალაიზია
401-500. კაიროს უნივერსიტეტი - ეგვიპტე
401-500. ტარტუს უნივერსიტეტი - ესტონეთი
401-500. სტამბოლის უნივერსიტეტი - თურქეთი
401-500. ბელგრადის უნივერსიტეტი - სერბეთი
401-500. მაჰიდოლის უნივერსიტეტი - ტაილანდი
401-500. ჩილეს უნივერსიტეტი - ჩილე
401-500. ზაგრების უნივერსიტეტი - ხორვატია
501-600. ინდოეთის მევნიერებათა ინსტიტუტი - ინდოეთი
501-600. ისლანდიის უნივერსიტეტი - ისლანდია
501-600. სლოვენიის უნივერსიტეტი - სლოვენია
501-600. ისლამაბადის ინფორმაციული ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - პაკისტანი
601-700. კატარის უნივერსიტეტი - კატარი
601-700. კვიპროსის უნივერსიტეტი - კვიპროსი
601-700. ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი – ლიბანი
601-700. ლუქსემბურგის უნივერსიტეტი - ლუქსემბურგი
601-700. ბრატისლავას კომენსკის უნივერსიტეტი - სლოვაკეთი
601-700. ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტი/სეგედის უნივერსიტეტი - უნგრეთი
701-800. ლა-პლატას ნაციონალური უნივერსიტეტი - არგენტინა
701-800. ტონ დიკ თჰანგის უნივერსიტეტი - ვიეტნამი
701-800. კოლუმბიის ნაციონალური უნივერსიტეტი - კოლუმბია
701-800. ვილნიუსის უნივერსიტეტი - ლიეტუვა
701-800. კლუჟ-ნაპოკას ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი – რუმინეთი
801-900. ადის-აბებას უნივერსიტეტი - ეთიოპია
901-1000. კოსტა-რიკის უნივერსიტეტი - კოსტა-რიკა
901-1000. ტუნისის ალ-მანარის უნივერსიტეტი - ტუნისი
901-1000. რესპუბლიკის უნივერსიტეტი - ურუგვაი
საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში 41 აშშ-დანაა, 8 დიდი ბრიტანეთიდან, 7 ავსტრალიიდან, 6 ჩინეთიდან, 5 საფრანგეთიდან 5 შვეიცარიიიდან, 4 კანადიდან, 4 გერმანიიდან, 4 ნიდერლანდებიდან, 3 იაპონიიდან, 3 შვედეთიდან, 2 დანიიდან, 2 ბელგიიდან, 2 სინგაპურიდან, 1 ნორვეგიიიდან, 1 ფინეთიდან, 1 ისრაელიდან და 1 რუსეთიდან.
საუკეთესო უნივერსიტეტების ათასეულში 206 აშშ-დანაა, 168 ჩინეთიდან, 65 დიდი ბრიტანეთიდან, 49 გერმანიიდან, 46 იტალიიდან, 40 იაპონიიდან, 40 ესპანეთიდან, 34 ავსტრალიიდან, 32 სამხრეთ კორეიდან, 30 საფრანგეთიდან, 28 კანადიდან, 22 ბრაზილიიდან, 15 ინდოეთიდან, 14 შვედეთიდან, 14 ავსტრიიდან, 13 ნიდერლანდებიდან, 12 ირანიდან, 11 რუსეთიდან, 11 თურქეთიდან, 9 შვეიცარიიდან, 9 სამხრეთ აფრიკიდან, 8 ბელგიიდან, 8 ფინეთიდან, 8 ახალი ზელანდიიდან, 8 პოლონეთიდან, 7 ისრაელიდან, 7 ჩეხეთიდან, 6-დანიიდან, 6 პორტუგალიიდან, 6 საბერძნეთიდან, 5 ნორვეგიიდან, 5 ირლანდიიდან, 5 მალაიზიიდან, 5 ეგვიპტიდან, 5 უნგრეთიდან, 4 სინგაპურიდან, 4 საუდის არაბეთიდან, 4 ჩილედან, 4 ტაილანდიდან, 4 პაკისტანიდან, 3 არგენტინიდან, 2 მექსიკიდან და თითო-თითო ზემოჩამოთვლილი 18 ქვეყნიდან.
AWRU-ს რეიტინგი, რომელიც 2003 წლიდან ქვეყნდება ყოველწლიურად და რომლის სათავეშიც მუდმივად ჰარვარდის უნივერსიტეტია, ყველაზე აღიარებულ რეიტინგად მიიჩნევა.