სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 237-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან ახლოს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო.
დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. ნანგრევებში რჩებიან დაზარალებულები.
თურქეთთან ერთად, მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია მეზობელ სირიაშიც. ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, კვიპროსსა და ღაზის სექტორშიც.