ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან ახლოს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო.
დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. ნანგრევებში რჩებიან დაზარალებულები.
თურქეთთან ერთად, მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია მეზობელ სირიაშიც. ბიძგები იგრძნობოდა ლიბანში, კვიპროსსა და ღაზის სექტორშიც.
თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა, 440-ზე მეტი კი დაშავდა. რაც შეეხება სირიას, ქვეყანაში მსხვერპლთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, 500-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.