თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ქვეყნის ათ პროვინციაში, 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან ახლოს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. ნანგრევებში რჩებიან დაზარალებულები.