გუშინ, თბილისის დროით 22:14 საათზე, ირანის დასავლეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან ახლოს, მოხდა მიწისძვრა მაგნიტუდით 5,9
ირანული სააგენტოების ცნობით, ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 580 კაცი.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 10 კმ-ის სიღრმეში, ქალაქ ხოიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა.