მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია.
დაკავების შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საპატრიარქოსთან ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის მძღოლი საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.




