აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი BRICS-ის ქვეყნებს 100 პროცენტიანი საბაჟო ტარიფებით დაემუქრა თუ ისინი საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობაში დოლარზე უარის თქმის მცდელობებს გააგრძელებენ.
„ბრიქსის" ქვეყნების მცდელობები, ჩამოშორდნენ დოლარს, სანამ ჩვენ ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულდა. ჩვენ ვითხოვთ ამ ქვეყნებისგან ვალდებულებას, რომ ძლიერი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ ისინი არც ახალ ვალუტას შექმნიან „ბრიქსისთვის" და არც სხვა ვალუტას დაუჭერენ მხარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეეჯახებიან 100% საბაჟო ტარიფებს და შესანიშნავ ამერიკულ ბაზართან დამშვიდობება მოუწევთ. მათ შეუძლიათ წავიდნენ და იპოვონ სხვა „ჩლუნგი". არ არსებობს შანსი, რომ „ბრიქსმა" მოახერხოს საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ-ის დოლარის ჩანაცვლება და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეცდება, უნდა დაემშვიდობოს ამერიკას, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.