საქართველოს პროკურატურის შეფასებით, „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის წლიური შედეგები ცხადყოფს ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სწორი და შედეგიანი მეთოდების გამოყენების პრაქტიკას.

საგამოძიებო ორგანო პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 18 პირის მიმართ, რაც 260%-­ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.

უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე 67 პირს წარედგინა ბრალდება, რაც 235%-­ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 18 პირის მიმართ, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 500%-­ით მეტია.

უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე 440-%­ით გაიზარდა ბრალდებულთა რაოდენობა და 54 პირი შეადგინა.

„კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 85 პირის მიმართ, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 1114%-ით აღემატება. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულების მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების პრაქტიკა იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევებში გამოიყენება, რის გამოც მართლმსაჯულების აღსრულება დროის დიდ რესურსს მოითხოვს“, – ნათქვამია ანგარიშში.