საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4 585 პირის მიმართ დაიწყო.
საგამოძიებო ორგანო პარლამენტისთვის გაგზავნილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ გასულ წელს კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნაში.
უწყების ცნობით, 2025 წელს ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა – 91% შეადგინა.
პროკურატურის ცნობით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი სტაბილურად მაღალია და 90%-დან 94%-მდე მერყეობს.
„რაც შეეხება ოჯახურ დანაშაულზე მოთხოვნილი პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელს, 2025 აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან საერთო სასამართლოების მიერ 62% დაკმაყოფილდა“, – ნათქვამია ანგარიშში.














