2024 წელთან შედარებით, 2025 წელს 1%-ით შემცირდა ოჯახურ დანაშაულებზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სხვა დანაშაულების შემთხვევაში, 2020-2023 წლებში, პატიმრობის მოთხოვნის კლება ფიქსირდებოდა, თუმცა 2023 წელთან შედარებით 2024 წელს პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი გაზრდილი იყო 3 %-ით, ხოლო 2024 წელთან შედარებით 2025 წელს პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი გაზრდილია 2 %-ით.
„მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2025 წელს, ბოლო ხუთ წელთან შედარებით შუამდგომლობის დაკმაყოფილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც უმეტესად განპირობებული იყო საპროკურორო საქმიანობის ხელმძღვანელობის ხარისხის ზრდით, მათ შორის სამართლებრივი დოკუმენტების უკეთ დასაბუთების კომპონენტში“, – ნათქვამია დოკუმენტში.













