საქართველოს პროკურატურა აგრძელებს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს. პროკურორებმა ბათუმის N2, N16, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების და ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

პროკურორებმა მოსწავლეებს შეხვედრებზე ნარკოტიკულ დანაშაულებსა და მის შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.