ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
"უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ პუტინს 9 მაისის აღლუმის ჩატარება მხოლოდ ამ პრეზიდენტის [ზელენსკის] მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია, ასე რომ, თქვენ ძირითადად ამას მიაღწიეთ. მგონი, 2 საათის განმავლობაში მიეცით გამართვის უფლება და მან 1 საათსა და 50 წუთში დაასრულა, რისკზე არ წავიდა. თუმცა, ამას გარდა, უკრაინა საოცრად წარმატებულია, როგორც მაშინ, როცა საქმე ეხება ფრონტის ხაზს, მაგრამ ასევე როცა საუბარია იმის უზრუნველყოფაზე, რომ შეგეძლოს ომის გაგრძელების მხრივ რუსების მთავარი შესაძლებლობების განადგურებაც", - განაცხადა მარკ რუტემ.








