NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
"მოხარული ვარ, კიევში მივესალმო ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებსა და სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.
უაღრესად ვაფასებთ ნატოს ერთიან და მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რადგან ერთად ვიცავთ ევროპულ-ატლანტიკურ უსაფრთხოებას", - წერს სიბიგა.
Pleased to welcome @SecGenNATO Mark Rutte to Kyiv for talks with President @ZelenskyyUA and important meetings.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) June 3, 2026
We deeply appreciate NATO’s unity and strength in supporting Ukraine as we defend transatlantic security together. pic.twitter.com/9mpexXdLt9








